„ეს უკვე ჩემი გადასაწყვეტი არ არის“ - კეინმა ოქროს ბურთზე ისაუბრა
მიუნხენის „ბაიერნისა“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ჰარი კეინი გამოეხმაურა მაიკლ ოუენის ნათქვამს იმის შესახებ, რომ წელს კეინის ხილვა სურს „ოქროს ბურთის“ მფლობელად.
რას ამბობს კეინი:
„რა თქმა უნდა, უზომოდ ამაყი ვარ იმ სეზონით, რომელიც ჩავატარე.
მაიკლისნაირი ფეხბურთელებისგან ასეთი სიტყვების მოსმენა უბრალოდ სიამაყით მავსებს – მე ხომ მაიკლის თამაშის ყურებაში გავიზარდე და ინგლისის ნაკრების დიდი გულშემატკივარი ვიყავი. არც ისე დიდი ხნის წინ თავადაც ასეთივე გულშემატკივარი ვიყავი, რომელიც პროფესიონალ ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, ახლა კი აქ ვარ, ვიგებ ჯილდოებს და „ოქროს ბურთიც“ ერთ-ერთი მათგანია.
რა თქმა უნდა, ახლა ეს უკვე ჩემს ხელში აღარ არის, ყველაფერი ხმის მიმცემებზე და იმ ადამიანებზეა დამოკიდებული, ვინც გადაწყვეტილებას იღებს. ეს სეზონი დღემდე საუკეთესო იყო ჩემს კარიერაში და წინ გველის იმის ხილვა, თუ რა იქნება შემდეგ. ეს ცოტა უცნაურია, რადგან ახლა უკვე ამაზე და მომდევნო სეზონზე ვარ ფოკუსირებული. შემიძლია თუ არა გავხდე უკეთესი? შემიძლია გავაუმჯობესო ჩემი თამაში? თუმცა, ამავდროულად, მინდა დავაფასო ის, რაც უკვე გავაკეთე.
რაც შეეხება მოსაზრებებს ფეხბურთში – არსებობს უამრავი აზრი და არგუმენტი სხვადასხვა მოთამაშის სასარგებლოდ. ხალხს ესა თუ ის ფეხბურთელი მოსწონს იმიტომ, რომ ის „სწრაფია“, „შესანიშნავი საფეხბურთო ინტელექტი აქვს“ ან „მომენტების ბრწყინვალე რეალიზაცია შეუძლია“.
ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ხდის ფეხბურთს განსაკუთრებულს – ყველა ეს დებატები, მათ შორის დავა „ოქროს ბურთის“ შესახებაც. მიხარია, რომ მის მოგებაზე პრეტენზიას ვაცხადებ, ასე რომ, ვნახოთ რა მოხდება“.
თუ კეინი ამ ჯილდოს მოიპოვებს, ის ინგლისელ ფეხბურთელებს შორის მისი მეხუთე მფლობელი გახდება, ხოლო 2001 წელს ოუენის გამარჯვების შემდეგ — პირველი.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული 26 ოქტომბერს, ლონდონში გამოვლინდება.