ტიერი ანრი
Aa
Aa

ანრიმ შესაძლოა საფრანგეთის ქალთა საფეხბურთი ნაკრები ჩაიბაროს

ტიერი ანრისთან დაკავშირებით ფრანგული მედია საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელი შესაძლოა საფრანგეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში.

L’EQUIPE-ს ცნობით, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ დიალომ ქალთა ნაკრებს ანრის დანიშვნის რეკომენდაცია გაუწია.

რა თქმა უნდა, სხვა კანდიდატებიც განიხილებიან, მაგრამ ანრი ყველაზე რეალური კანდიდატია.

შეგახსენებთ, რომ „ტიტიმ“ სამწვრთნელო კარიერა ბელგიის ნაკრებში დაიწყო, სადაც რობერტო მარტინესის თანაშემწე გახლდათ. ამის შემდეგ, „მონაკოს“ მთავარი დამრიგებელი გახდა, თუმცა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ტიერიმ ბედი საკლუბო ფეხბურთშიც სცადა და „მონრეალ იმპექტს“ ჩაუდგა სათავეში, სადაც 2 სეზონი დაყო. 2021 წლიდან კი კვლავ რობერტო მარტინესის თანაშემწე გახდა, თუმცა მარტინესი ახლა პორტუგალიაში გადაბარგდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები