ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარას უნიკალური მიღწევა - აქამდე, ეს მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა გააკეთა

სერია A-ს 27-ე ტურში „ნაპოლიმ“ სტუმრად „ტორინო“ 4:0 დაამარცხა და ჩემპიონობისკენ მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

ტურინელთა წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ 35-ე წუთზე თავისივე თერთმეტმეტრიანი გარდასახა გოლად, 68-ე წუთზე კი ტანგუი ნდომბელეს საგოლე გადაცემა გაუკეთა, რომლითაც ფრანგმა ნახევარმცველმა ანგარიში 4:0 გახადა.

„ტორინოსთან“ მატჩის შემდეგ, ხვიჩა ერთი უნიკალური რეკორდი დაამყარა. 2006/07 წლების სეზონის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ტოპ 5 ლიგის სადებიუტო სეზონში 10 გოლის გატანა და 10 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. აქამდე ეს რეკორდი ბრაზილიელ ნახევარმცველ დიეგოს ეკუთვნოდა, რომელმაც ბრემენის ვერდერში 2006/07 წლების სადებიუტო სეზონში 13 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

საერთო ჯამში, კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ მაისურით 29 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა, იტალიის სერია A-ში კი მის ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარამ პასში თავისი სიმსუბუქე ჩადო“ - სპალეტი მატჩის შემდეგ
„კვარამ პასში თავისი სიმსუბუქე ჩადო“ - სპალეტი მატჩის შემდეგ