ხვიჩა კვარაცხელია, ჯანფრანკო ძოლა
Aa
Aa

ძოლა: მარადონა, რომ ცოცხალი იყოს, კვარას 10 ნომერს მისცემდა

ბოლო დროს, კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაშების შემხედვარე იტალიურ პრესაში და ზოგადად იტალიაში ხვიჩასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემაზე ალაპარაკდნენ.

„ნაპოლიში“ მარადონას პატივსაცემად 10-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოღებულია. ბევრი თვლის, რომ დიეგო ნომერს არავინ უნდა შეეხოს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ასე არ ფიქრობენ.

მაგალითად, იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ჯანფრანკო ძოლა მიიჩნევს - დიეგო, რომ დღეს ცოცხალი ყოფილიყო, ამას აუცილებლად გააკეთებდა და ხვიჩას თავის ნომერს მისცემდა.

„ეს რთული კითხვაა. დიეგო, რომ დღეს აქ ყოფილიყო, სწორი იქნებოდა ეს კითხვა მისთვის დაგვესვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის კვარაცხელიას 10-იანს მისცემდა. თუმცა დიეგო ჩვენთან აღარ არის. ასე რომ, ახლა ეს ყველაფერი უფრო რთული ხდება“.

- განაცხადა ძოლამ Prime Video-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა. სკუდეტო კი ნეაპოლელებს 33 წელია არ მოუგიათ. ამჟამად სპალეტის გუნდი ჩემპიონატში 18-ქულიანი ფორით ლიდერობს და ოცნების ასრულებასთან ერთ ნაბიჯშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლიმ ისტორია დაწერა - სპალეტის გუნდი 1/4-ფინალშია
ნაპოლიმ ისტორია დაწერა - სპალეტის გუნდი 1/4-ფინალშია