ტოჩინოშინი, ჰაცუ ბაშო
Aa
Aa

პირველი გამარჯვება! - ტოჩინოშინმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა

ჰაცუ ბაშოს მე-4 საშეჯიბრო დღეს, ჯურიო დივიზონში მოასპარეზე ტოჩინოშინი პირველ ჯურიო ტოჰაკურიუს შეხვდა ჰატაკიკომით დაამარცხა. შესაბამისად, ქართველმა სუმოისტმა მიმდინარე სუპერტურნირზე პირველი გამარჯვება ჩაიწერა.

შეხვედრის სტარტზე ლევანმა მეტოქეს გასაქანი არ მისცა და ზუსტად ორ წამში დოჰიოზე დასცა.

საგულისხმოა, რომ რიკიშებს შორის ეს ისტორიაში პირველი შეხვედრა იყო და შესაბამისად, ანგარიში ქართველმა სუმოისტმა თავის სასარგებლოდ გახდა.

ლევან გორგაძის ბალანსი ამ დროისთვის 1:3-ზეა. ხვალ, ქართველი სუმოისტის მომდევნო მეტოქე პირველი ჯურიო ასანოიამა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კვარას გუტის მაისური გადასცეს | „შენთვის საჩუქარი მეც მაქვს“
კვარას გუტის მაისური გადასცეს | „შენთვის საჩუქარი მეც მაქვს“