დონალდ ტრამპი
Aa
Aa

„შეგვიძლია მუნდიალზე მატჩები მექსიკაში ჩავატაროთ“ - ირანის სპორტის მინისტრი

ირანის სპორტის მინისტრი, აჰმად დონიამალი მიიჩნევს, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მათი ეროვნული ნაკრების მატჩები აშშ-დან მექსიკაში უნდა გადაიტანონ.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა: „ირანის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მივესალმებით, თუმცა არ ვთვლი, რომ მათი იქ ყოფნა მიზანშეწონილია - მათივე სიცოცხლისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“.

„ფიფას შეერთებული შტატებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება უნდა ჩამოერთვა. თამაშები მექსიკაში რომ ტარდებოდეს, შესაძლოა, გარკვეული ზომების მიღება შეგვძლებოდა. მსოფლიო ჩემპიონატამდე მხოლოდ ორი-სამი თვეა დარჩენილი, ჩვენ კი კვლავ საომარ მდგომარეობაში ვართ, ავიამიმოსვლა და ყველაფერი დანარჩენი განსაკუთრებულ პირობებშია ორგანიზებული. მეორე მხრივ, ისინი თავადვე იმუქრებიან, რომ ჩვენს გუნდს საფრთხე ემუქრება.

აშშ-ის პრეზიდენტის ქცევის, ფსიქოზისა და წინააღმდეგობრივი განცხადებების გათვალისწინებით, ბუნებრივია, ძალიან შეშფოთებულნი ვართ შეერთებულ შტატებში ჩვენი შვილების უსაფრთხოების გამო.

თუ მექსიკა ფიფასთან ერთად შეძლებს პირობების შექმნას, რომ ჩვენი მატჩები მექსიკაში ჩატარდეს, ბუნებრივია, შევძლებთ ამ საკითხზე ზომების მიღებას. თუმცა ამჟამად, საომარი პირობების გათვალისწინებით, ეს გარემოებები ჯერ არ შექმნილა. იმედი მაქვს, პირობები ისეთი იქნება, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა შეძლონ, მაგრამ ამ მომენტისთვის ეს გარემოებები ჯერ არ არსებობს“,

– განაცხადა დონიამალიმ SNNTV-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებს, რომ FIFA-ს ჯერ არ გადაუწყევტია, თუ რომელი ნაკრები ჩაანაცვლებს მუნდიალზე ირანს, ან საერთოდ ჩაანაცვლებს თუ არა ვინმე. ეს საკითხი ჯერჯერობით ღია რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები