ტოჩინოშინი, ჰაცუ ბაშო
Aa
Aa

ზედიზედ მესამე მარცხი - ტოჩინოშინმა ჩიიოშომასთანაც წააგო

ტოკიოში მიმდინარე მარტის სუპერბაშოზე ტოჩინოშიმა დღეს მაკუუჩი დივიზონში იასპარეზა. ქართველი სუმოისტის მეტოქე მე-16 მაეგაშირა ჩიიოშომა იყო, რომელსაც ბალანსი ამ შეხვედრამდე 1:1-ზე ჰქონდა.

დღევანდელი შერკინება საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გამარჯვების შანსი ორივე სუმოისტს ჰქონდა. შეხვედრის სტარტზე ჩიიოშომამ ტაჩიაიზე მავაშში მოახერხა ჩავლება, რაც საბოლოოდ გადამწყვეტიც აღმოჩნდა. ლევან გორგაძე დოჰიოს ხაზთან მეტოქეს მაგრად გაუძალიანდა და კონტრილეთზე წამოგება რამდენჯერმე სცადა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მაინც იაპონელ სუმოისტს დარჩა. ტოჩინოშინი იორიკირით დამარცხდა.

ამ მარცხის შემდეგ, ლევან გორგაძის ბალანსი 0:3-ზე გახდა. ქართველი სუმოისტის მომდევნო მეტოქე ხვალ ჯურიოს დივიზიონში ნომერ პირველი ჯურიო ტოჰაკურიუ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შონ ომალი: „მე და მერაბი ოდესმე აუცილებლად ვიჩხუბებთ, იანი თავის თავს არ ჰგავდა“
შონ ომალი: „მე და მერაბი ოდესმე აუცილებლად ვიჩხუბებთ, იანი თავის თავს არ ჰგავდა“