მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„საეჭვოდ კარგი კარდიო ჰქონდა“ - იანის სპარინგ-პარტნიორი მერაბზე

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონის, პიოტრ იანის სპარინგ-პარტნიორმა, საიდ ხატიევმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. ხატიევმა განაცხადა, რომ „მანქანის“ კარდიო საეჭვოდ კარგი იყო და მერაბი ისე სუნთქავდა, სერიოზული ეჭვები გაუჩნდა.

„იანთან ბრძოლაში მერაბის მთავარი პლუსი ის იყო, რომ მეტოქეს საკუთარი თამაში და ტაქტიკა მოახვია, მაგრამ მისმა სუნთქვამ ძალიან გამაკვირვა. პიოტრს სუნთქვის პრობლემები არასდროს ჰქონია, მაგრამ ბრძოლის ნახევრის გასვლის შემდეგ, მძიმედ სუნთქავდა, მერაბი კი მთელი 5 რაუნდის განმავლობაში საეჭვოდ კარგად სუნთქავდა.

დვალიშვილის კარდიო საეჭვოდ მაგარი იყო. მას ან სუპერმწვრთნელი ჰყავს, რომელმაც კარდიოში სერიოზულად მოამატებინა, ან საქმე საერთოდ სხვა რაღაცასთან გვაქვს. არ მინდა, ეს თემა განვიხილო, მაგრამ მერაბის კარდიო ასეთ შთამბეჭდავ დონეზე არ იყო ხოლმე. რაღაც მიიღო? ყველაფერი შეიძლება. არაფერს ვამტკიცებ და არავის ვადანაშაულებ. შესაძლოა, ისე მოემზადა, რომ კარდიო უმაღლეს დონეზე ჰქონოდა, მაგრამ 5 რაუნდი ასეთ ტემპში... თეიქდაუნის 49 მცდელობა ჰქონდა, რომლებიდანაც ნახევარზე მეტი წარუმატებელი იყო და ეს ძალას გაცლის. ბოლო რაუნდებში, მებრძოლი მაინც იღლება, მაგრამ მერაბს ეს არ ეტყობოდა“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, პიოტრ იანზე UFC-ის მებრძოლმა, ნიკიტა კრილოვმა ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსმა დვალიშვილთან ტრავმირებულმა იჩხუბა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი და ალჯოს ბრძოლა? გადაგვიხადონ 10 მილიარდი“ - დვალიშვილის პასუხი დენა უაითს
„ჩემი და ალჯოს ბრძოლა? გადაგვიხადონ 10 მილიარდი“ - დვალიშვილის პასუხი დენა უაითს