მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„ვნახოთ, რას გადაწყვეტს UFC“ - მერაბმა სასურველი მეტოქე დაასახელა

12 მარტს, გამთენიისას მერაბ დვალიშვილმა UFC Fight Night Las Vegas-ზე რუსი პიოტრ იანი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და უმაღლეს საბრძოლო ლიგაში ზედიზედ მე-9 გამარჯვება მოიპოვა. ამასთან, „მანქანა“ წონის რეიტინგში მე-2 საფეხურზეც აღზევდა და ახლა, საჩემპიონო ორთაბრძოლის გამართვის ბრწყინვალე შანსიც აქვს.

თუმცა, ყველაფერი მის უახლოეს მეგობარ ალჯამეინ სტერლინგზეა დამოკიდებული. ამერიკელ-იამაიკელი მებრძოლი 7 მაისს ჰენრი სეხუდოს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში წონის ჩემპიონის ტიტულს შეინარჩუნებს, რის შემდეგაც დიდი ალბათობით წონას შეიცვლის და მერაბსაც საჩემპიონო ბრძოლისკენ გზა გაეხსნება.

პიოტრ იანთან გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებმა მერაბ დვალიშვილს სამომავლო გეგმების შესახებ ჰკითხეს, რაზეც „მანქანამ“ უპასუხა, რომ მას ერთით დაბალ წონაშიც შეუძლია გადასვლა, თუმცა ეს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მოხვდება.

რა თქვა დვალიშვილმა:

ნებისმიერთან ვიბრძოლებ. ვისაც UFC მომცემს, არავისთან იქნება პრობლემა. ახლა ჩემპიონი ჩემი საუკეთესო მეგობარია, მე კი კანდიდატი. ჩვენ წონას ვასუფთავებთ. რაც შეეხება სუპერმსუბუქ წონაში გადასვლას, ეს რთულია, მაგრამ შესაძლებელია. ჩემს წონაში თავს კომფორტულად ვგრძნობ და ახლა ცვლილებები არ მინდა. ახლა 9 კილოგრამს ვატარებ და საუნაც არ მჭირდება, ყველაფერი ძველებურადაა. ფრენა დაბალ წონაშიც შემიძლია, მაგრამ ახლა ამის აზრს ვერ ვხედავ.

„მანქანამ“ პოტენციური მეტოქის შესახებაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც მარლონ ვერასა და კორი სანდაგენგის შორის გამარჯვებულთან შეხვედრას გულისხმობს:

„ამ ბრძოლის გამარჯვებულთან ჩხუბი მინდა. მომწონს. ალჯომაც თქვა, რომ ამ ბრძოლის პირდაპირ ეთერში ნახავდა, ვფიქრობ მეც. თუ UFC ამ ბრძოლას მოინდომებს, დავთანხმდები. ამ ბრძოლის გამარჯვებულთან შეხვედრა ჩემთვის კარგი ვარიანტი იქნება. ვნახოთ, რას გადაწყვეტს UFC. მე ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლისთვის მზად ვარ“, - აცხადებს მერაბ დვალიშვილი.

ცნობისთვის, მარლონ ვერასა და კორი სანდაგენის ბრძოლა 26 მარტს გაიმართება. ვერა წონაში რეიტინგის მე-4 ნომერია, სანდაგენი კი მე-5 პოზიციას იკავებს.

დვალიშვილი VS იანი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ღმერთმა დალოცოს იგი" - დვალიშვილის ღირსეული ჟესტი იანის მიმართ
„ღმერთმა დალოცოს იგი" - დვალიშვილის ღირსეული ჟესტი იანის მიმართ