ჯურიოს ლიგა: დაქვეითებულმა ტოჩინოშინმა მარცხით დაიწყო
ლევან გორგაძე, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ოძეკის წოდებით ასპარეზობდა, ამჟამად რანგით მეორე ჯურიოს დივიზიონშია დაქვეითებული, სადაც გაზაფხულის ტურნირზე საწყის ტურში მონღოლ გოლიათს იჩინოჯოს დაუპირისპირდა და მარცხი იწვნია.
იჩინოჯოც წლები ლევანთან ერთად უმაღლეს დივიზიონში გამოდიოდა და სეკივაკეს წოდებაც ჰქონდა, თუმცა ამჟამად ისიც დაქვეითებულია.
იჩინჯომ გორგაძე ამჯერად მარტივად დაჩაგრა და იორიკირის ილეთი მოუგო. მათ შორის საერთო ანგარიში 18:12 ტოჩინოშინის სასარგებლოდ არის.
ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე, მეორე დღეს ლევანის მეტოქე უკვე ცნობილია და ის მე-3 ნომერი შონანოუმი იქნება, რომელსაც აქამდე არ შეხვედრია.
აქვე გეტყვით, რომ ტოჩინოშინი მიმდინარე ტურნირზე, თუ 9 გამარჯვებას გაიფორმებს, უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში პირდაპირ დაბრუნდება.