ლევანდოვსკი: ბარსას დნმ მშვენიერია, მაგრამ დღეს ცვლილებებია საჭირო
რობერტ ლევანდოვსკი „ბარსელონას“ დნმ-სა და სათამაშო სტილს აქებს, მაგრამ კლუბს ურჩევს არ დაივიწყოს ის ფაქტი, რომ ფეხბურთი შეიცვალა.
„აქ მოსვლიდან პირველ თვეში დავინახე, რომ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერს ერთ კვირაში ან ერთ თვეში ვერ შეცვლი. მომთმენი უნდა იყო. ახლა ვხედავ, რომ სწორ გზაზე ვართ, ჩვენი ბევრი ფეხბურთელი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. მათ დრო სჭირდებათ, რომ სხვადასხვა რამ ისწავლონ, რათა სწორი მენტალიტეტი ჩამოაყალიბონ.
მე ვიცი, რომ ბარსელონას დნმ ლამაზი ფეხბურთის თამაშია, მაგრამ თქვენ ასევე უნდა გესმოდეთ, რომ ფეხბურთი შეიცვალა. როგორ თამაშობდა ბარსა 10 წლის წინ, შესაძლოა ამან დღეს არ იმუშაოს. დღევანდელ ფეხბურთს უნდა შევეგუოთ და მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ.
ჩავი შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, ნახევარდაცვაში თამაშობდა და ყველაფერს ცენტრიდან ხედავდა. ამიტომ, მას ბევრი რაღაცის შემჩნევა შეუძლია, ბურთით ყოფნისას და ასევე მის გარეშე მოქმედებისას. ის ყოველთვის ამბობს, რომ თამაშის დინამიკის შეცვლა უნდა შევძლოთ, რათა ცვლილებების განსახორციელებლად შესვენებაზე გასვლას არ უნდა ველოდოთ“.
- განაცხადა ლევანდოვსკიმ კლუბის პრესსამსახურთან საუბრისას.