პსჟ, ბარსელონა თუ არსენალი? - ალვარესისთვის ბრძოლა დაიწყო
კატალონიიის ბარსელონა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მთავარ სამიზნედ ხულიან ალვარესს განიხილავს. არგენტინელი თავდამსხმელი ამ ეტაპზე ატლეტიკო მადრიდის ერთ-ერთი ლიდერია და ევროპულ ბაზარზე დიდი ინტერესით სარგებლობს.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ალვარესის დამატება არსენალს და პსჟ-ს სურს, თუმცა ფეხბურთელი უპირატესობას „ბარსელონაში“ გადასვლას ანიჭებს.
მიუხედავად იმისა, რომ ლონდონური კლუბი მისთვის საინტერესო ვარიანტად რჩება, ალვარესს ინგლისის პრემიერ ლიგა-ში დაბრუნება არ სურს, სადაც ადრე მანჩესტერ სიტის შემადგენლობაში თამაშობდა.
რაც შეეხება პარიზულ კლუბს, ალვარესი სკეპტიკურად უყურებს ტრანსფერს, მიუხედავად ფინანსურად მიმზიდველი პირობებისა..
„ბარსელონაში“ არგენტინელი თავდამსხმელი პრიორიტეტულ კანდიდატად ითვლება. კლუბში განიხილავენ, რომ თუ რობერტ ლევანდოვსკი კონტრაქტს გაახანგრძლივებს, ის ალვარესის ალტერნატიულ ვარიანტად დარჩება.
ფინანსური თვალსაზრისით, კატალონიელები 100 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებენ. ეს კი იმ თანხაზე ნაკლებია, რაც კლუბმა 2019 წელს ანტუან გრიზმანის სანაცვლოდ გადაიხადა.
თავის მხრივ, „რობიხბლანკო” თავისი ლიდერის გაყიდვას არ ჩქარობს. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ გრიზმანი კარიერა MLS-ში, კერძოდ ორლანდო სიტიში გააგრძელოს. ამ ფონზე კლუბის მფლობელები, მათ შორის Apollo Sports Capital, გუნდის გაძლიერებაზე არიან ორიენტირებულნი და ალვარესის გაყიდვა ამ გეგმებს ეწინააღმდეგება.
თუმცა, თუ „ბარსელონა“ რეკორდულ წინადადებას გააკეთებს, ტრანსფერი მაინც არ არის გამორიცხული.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის თავდამსხმელი „ატლეტიკოს“ 2024 წელს შეუერთდა. დღემდე, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 104 მატჩში 48 გოლი და 17 საგოლე გადაცემა აქვს.