ედერ მილიტაო
Aa
Aa

მილიტაოს ტრავმა სერიოზულია - მუნდიალს გამოტოვებს

„რეალის“ ბრაზილიელი მცველი ედერ მილიტაო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ტრავმის გამო გამოტოვებს.

აქამდე ცნობილი იყო, რომ ბრაზილიელი დაზიანების გამო სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებდა და ლა ლიგის მატჩებს გამოტოვებდა. მან ტრავმა „ალავესთან“ შეხვედრაში მიიღო.

თუმცა, დღეს სიტუაცია შეიცვალა. COPE-ს ინფორმაციით, მარცხენა ბარძაყის ტრავმის გამო მილიტაოს ოპერაცია დასჭირდება. აღდგენა კი საკმაო დროს მოითხოვს.

ფეხბურთელს იმ დაზიანების რეციდივი განუვითარდა, რომელიც 2025 წლის დეკემბერში მიიღო და რის გამოც თითქმის ოთხი თვე გამოტოვა.

ამ სეზონში მილიტაომ ტრავმა უკვე მესამედ მიიღო. მან ლა ლიგაში ჯამში 16 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები