ლამინ იამალი
Aa
Aa

ბარძაყის კუნთის ტრავმა - იამალისთვის საკლუბო სეზონი დასრულდა

ლამინ იამალისთვის საკლუბო სეზონი დასრულდა. „ბარსელონას“ ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, „ბლაუგრანას“ „ათიანს“ მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს და ის ჰანსი ფლიკის გუნდს სეზონის დარჩენილ მატჩებში ვეღარ დაეხმარება.

„ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ლამინ იამალს მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს. მოთამაშეს კონსერვატიული მკურნალობა ჩაუტარდება. იამალი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს და, სავარაუდოდ, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზად იქნება“, - აღნიშნულია კატალონიური კლუბის განცხადებაში.

ცნობისთვის, იამალი „სელტასთან“ გუშინდელი მატჩის პირველ ტაიმში დაშავდა და შეცვლა მოითხოვა. „ბარსელონამ“ ვიგოელები სწორედ იამალის ერთადერთი გოლით დაამარცხეს და „რეალთან“ 9-ქულიანი უპირატესობა აღადგინეს.

აქვე გეტყვით, რომ „ბარსელონას“ ამ სეზონში 6 მატჩი აქვს ჩასატარებელი, მათ შორის არის 10 მაისს ჩანიშნული „ელ კლასიკო“ „კამპ ნოუზე“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საკადრო წმენდა ბარსელონაში - კლუბს ზაფხულში 5 ფეხბურთელი დატოვებს
საკადრო წმენდა ბარსელონაში - კლუბს ზაფხულში 5 ფეხბურთელი დატოვებს