კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

„შეუძლებელია, პირველივე თამაშში იდეალურები ვიყოთ“ - კარლო ანჩელოტი

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, ბრაზილიის ნაკრებმა მაროკოსთან ფრედ, 1:1 ითამაშა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, „სელესაოს“ მთავარმა მწვრთნლემა, კარლო ანჩელოტიმ განვლილი მატჩი შეაფასა:

კარლო ანჩელოტი:

„ვფიქრობ, მატჩი ცუდად დავიწყეთ. გუნდი ოდნავ დაძაბული იყო, ბურთს ბევრჯერ ვკარგავდით და ბევრ ორთაბრძოლას ვაგებდით. პირველი ტაიმი წარუმატებელი გამოდგა. მეორე ტაიმში მოვუმატეთ. რთული მატჩი იყო, რადგან მაროკო ძალიან კარგი გუნდია.

გარკვეული ღელვა შეინიშნებოდა. პირველ ტაიმში მეტოქე მარტივად აღწევდა თავს ჩვენს პრესინგს და სახიფათო კონტრშეტევებს ახორციელებდნენ. თამაშის უკეთ კონტროლი შეგვეძლო. თუმცა, შედეგით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, გვსურდა ტურნირი უკეთ დაგვეწყო, მაგრამ ასეც ხდება, რადგან მაროკო ძლიერი მეტოქეა. ახლა მომდევნო მატჩზე უნდა ვკონცენტრირდეთ.

თავდაჯერებულობა არ უნდა დავკარგოთ. მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში შეიძლება ყველაფერი მოხდეს. შეუძლებელია, ტურნირის სასტარტო თამაშშივე იდეალურები ვიყოთ. შედეგს ცუდს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვუმატოთ.

გუნდი ბოლო წუთამდე იბრძოდა. ძალიან კარგად მესმის, რაზე გვაქვს სამუშაო. ის, რაც კარგად გამოგვდიოდა ორ ამხანაგურ მატჩში, დღევანდელი თამაშის პირველ ტაიმში არ გამოგვივიდა. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რათა გუნდი უფრო დაბალანსებული და შეტევაში აგრესიული გახდეს“

იმაზე, იმოქმედებს თუ არა ეს შედეგი გუნდის თავდაჯერებულობაზე?

„აბსოლუტურად არა. უნდა გვესმოდეს, რომ ტურნირის სადებიუტო მატჩი მრავალი მიზეზის გამო შეიძლება ისე არ წარიმართოს, როგორც გვსურდა. მაგრამ წინ უნდა ვიაროთ და მომდევნო თამაშისთვის კარგად მოვემზადოთ. ჩვენი მიზანია ჯგუფიდან გასვლა და ტურნირის მსვლელობისას გაძლიერება“.

ბრაზილიის ნაკრები მომდევნო შეხვედრას ჰაიტის ნაკრების წინააღმდეგ 20 ივნისს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სელესაო“ წაგებას გადაურჩა - ბრაზილიამ და მაროკომ ქულები გაიყვეს
„სელესაო“ წაგებას გადაურჩა - ბრაზილიამ და მაროკომ ქულები გაიყვეს