ხულენ ლოპეტეგი, გრანიტ ჯაკა, ბრილ ემბოლო
Aa
Aa

პირველი სენსაცია მუნდიალზე - შვეიცარიამ კატარს ვერ მოუგო

მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ტურის შეხვედრები გრძელდება. B ჯგუფში მთავარმა ფავორიტმა შვეიცარიამ ტურნირის პირველი სენსაცია შემოგვთავაზა და კატართან ფრედ 1:1 ითამაშა.

მურატ იაკინის ნაკრებმა პირველ ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და დაწინაურება მალევე შეძლო. 14 დარტყმა და აქედან 6 კარში. საბოლოოდ, მე-17 წუთზე ბრილ ემბოლომ პენალტი ზუსტად შეასრულა და თავისი გუნდი დააწინაურა.

შვეიცარიელებს თითქოს მატჩის სადავეები ხელიდან არც მეორე ნახევარში გაუშვიათ. ევროპელებს გოლის მოსალოდნელი ინდექსი (xG) 3.13 ჰქონდათ, თუმცა მეორე გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. ასეთ მატჩებში კი მსგავსი სცენარი ბოლო წუთებისკენ სახიფათო სახეს იღებს - ყველაფერი ასე მოხდა.

94-ე წუთზე ბუალემ ხუხიმ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ყველას აჯობა და თავის ნაკრებს ისტორიული ქულა მოუტანა.

ამრიგად, მუნდიალზე პირველი სენსაცია ვიხილეთ. B ჯგუფში ოთხივე ნაკრებს 1-1 ქულა აქვს და ბურთების შეფარდებაც 1-1-ზე. მეორე ტურში შვეიცარია ბოსნიას, ხოლო კატარი მასპინძელ კანადას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კლოზე: კარგი იქნება თუ ჩემს რეკორდს მესი მოხსნის, ნამდვილი გენიოსია
კლოზე: კარგი იქნება თუ ჩემს რეკორდს მესი მოხსნის, ნამდვილი გენიოსია