ვინისიუს ჟუნიორი, ბრაჰიმ დიასი, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„სელესაო“ წაგებას გადაურჩა - ბრაზილიამ და მაროკომ ქულები გაიყვეს

მსოფლიო ჩემპიონატზე, C ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. ნიუ ჯერსიში, MetLife Stadium-ზე ბრაზილიის ნაკრები მაროკოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

ანგარიში 21-ე წუთზე მაროკომ საიბარის გოლით გახსნა, 32-ე წუთზე კი ვინისიუს ჟუნიორმა წონასწორობა აღადგინა, რაც საბოლოო გოლიც აღმოჩნდა. დარჩენილ დროში გუნდებს გოლის გატანის რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

C ჯგუფის მეორე შეხვედრა ჰაიტისა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის 05:00 საათზე დაიწყება, ბრაზილია კი მომდევნო ტურში ჰაიტის, მაროკო კი შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი 20 ივნისს გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ინვენტარი თითქმის აღარ აქვთ - ინგლისის ნაკრები გაძარცვეს
    ინვენტარი თითქმის აღარ აქვთ - ინგლისის ნაკრები გაძარცვეს