კარლო ანჩელოტი, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

ანჩელოტი: ბურთის ფლობა მთავარი არ არის, სტანდარტულებზე ბევრს ვვარჯიშობთ

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრებთან მატჩის წინ თანამედროვე ფეხბურთის ტენდენციების შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა.

ბურთის ფლობის შესახებ

„ბურთის ფლობა თამაშის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, მაგრამ არა ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ სტატისტიკაზე ვისაუბრებთ, გადამწყვეტი მნიშვნელობა გატანილ და გაშვებულ გოლებს აქვს. ჩვენი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ გავაკონტროლოთ თამაშის მიმდინარეობა, როცა ბურთი ჩვენ გვაქვს და თავი კომფორტულად ვიგრძნოთ, როცა ის არ გვაქვს. ბურთის გარეშე გუნდმა კომპაქტურად უნდა იმოქმედოს, რადგან ნებისმიერ მეტოქეს - მათ შორის მაროკოსაც, აქვს ხარისხი და შეუძლია პრობლემების შექმნა, თუ თამაშის ყველა ასპექტისთვის მზად არ ხარ“.

სტანდარტული მდგომარეობების მნიშვნელობის შესახებ

„მიმაჩნია, რომ სტანდარტულ მდგომარეობებს თანამედროვე ფეხბურთში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სტატისტიკის მიხედვით, გოლების დაახლოებით 30% სწორედ სტანდარტულების შემდეგ გადის. ჩვენ გვაქვს ყველაფერი აუცილებელი ამ უპირატესობის გამოსაყენებლად: გუნდში კუთხურების შესანიშნავი შემსრულებლები და ჰაერში კარგად მოთამაშე ძლიერი ფეხბურთელები გვყავს. ბოლო დღეებში ვარჯიშებზე ამ კომპონენტს ყურადღებას ვუთმობდით და გუნდი მთლიანად იყო კონცენტრირებული ამ სამუშაოზე. ვიმედოვნებ, უკვე უახლოეს მატჩებში ეს შედეგს მოიტანს“,

- განაცხადა ანჩელოტიმ.

ბრაზილიისა და მაროკოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება, ამაღამ, ჩვენი დროით 02:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები