გავი, ლუის დე ლა ფუენტე
Aa
Aa

გავი ძველ ფორმას უბრუნდება - ფურია როხაში კონკურენცია მწვავდება

ლა ლიგის გასულ ტურში ბარსელონამ სტუმრად ხეტაფეს მოუგო. კატალონიელები კარგ ხასიათზე იყვნენ, რადგან რეალმა ბეტისთან ქულები დაკარგა და ბლაუგრანა ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა, თანაც ფლიკის გუნდმა ცუდი სერია დაასრულა.

ბარსელონას ხეტაფეს სტადიონზე ბოლო 5 მატჩიდან 4 ფრე და 1 წაგება ჰქონდა..

ამჯერად „ბლაუგრანამ“ მიზანს მიაღწია და ხოსე ბორდალასის გუნდი დაამარცხა, რითიც მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღო. ახლა ისინი რეალს 11 ქულით უსწრებენ და ჩემპიონობა პრაქტიკულად მათ ხელშია.

ამ გამარჯვებაში მონაწილეობას ლამინ იამალი ვერ იღებდა, რომელიც ტრავმირებულია, თუმცა მოედანზე გავი ბრწყინავდა..

გავი კვლავ ბრწყინვალე ფორმაშია და უკვე ზედიზედ მეოთხე მატჩში დაიწყო ძირითადში. ანდალუსიელი ნახევარმცველი აშკარად დაბრუნდა თავის საუკეთესო დონეზე — აღარ იგრძნობა მენისკის ტრავმა, რომლის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა და 40 მატჩი გამოტოვა.

„ხეტაფესთან“ შეხვედრაში მან გამოავლინა ინტენსივობა, ამბიცია და ლიდერობა, განსაკუთრებით კი თამაშის ორგანიზებაში და ხედვაში. მატჩამდე ჰანსი ფლიკმა აღნიშნა:

„ტრავმის შემდეგ სხვანაირი მოთამაშეა! უფრო კონცენტრირებული და მშვიდი. მისი დონე მაოცებს. ყველაფერს დებს მოედანზე და გუნდთან ყოველთვის კარგად არის დაკავშირებული.“

გავიმ ყვითელი ბარათი მიიღო მარიო მარტინზე უხეში თამაშის გამო, თუმცა მისი ენერგია და გავლენა თამაშზე აშკარად გამორჩეული იყო.

თუ ის ასეთ ფორმას შეინარჩუნებს დარჩენილ ხუთ მატჩშიც, მისი დაბრუნება ესპანეთის ნაკრებში და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობაც სრულიად რეალური პერსპექტივაა.

ახლა ფურია როხაში საკმაოდ დიდი კონკურენციაა. ფაქტობრივად, ყველა ნახევარმცველი კარგ ფორმაშია და მთავარ მწვრთნელს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს. ვიღაც, ნაკრებს მიღმა აუცილებლად დარჩება. ტრავმამდე კი გავი ესპანეთის შეუცვლელი წევრი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსაჯების დანიშვნა წინასწარ იგეგმებოდა? სერია A-ში ახალი სკანდალია
მსაჯების დანიშვნა წინასწარ იგეგმებოდა? სერია A-ში ახალი სკანდალია