გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

TEAMtalk: „მეკარეების საკითხში ლივერპული დილემის წინაშეა“

ცნობილი ბრიტანული გამოცემა TEAMtalk-ი „ლივერპულის“ მეკარეებზე, გიორგი მამარდაშვილსა და ალისონ ბეკერზე წერს.

გამოცემის ცნობით, „მერსისაიდული კლუბი“ სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა და როგორ მოგვარდება მომდევნო სეზონისთვის მეკარეების საკითხი, ჯერჯერობით გაურკვეველია.

„მეკარის საკითხი „ენფილდზე“ სერიოზულ დილემად იქცა. როდესაც კლუბმა გამოიყენა ალისონთან კონტრაქტით გათვალისწინებული პუნქტი და ბრაზილიელი კიდევ ერთი სეზონით გაიფორმა, არსებობდა კონსენსუსი, რომ მომდევნო სეზონშიც უპირობო პირველი ნომერი ის იქნებოდა.

თუმცა, შემდეგ გაჩნდა „იუვენტუსის“ ინტერესი. ბრაზილიელს ტურინში ხანგრძლივ კონტრაქტს სთავაზობენ, ალისონი კი ამ წინადადებაზე ფიქრობს.

„ლივერპული“ ახლა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა: მათ შეუძლიათ ალისონი გაუშვან, მაგრამ ბოლომდე არც გიორგი მამარდაშვილს ენდობიან. მზად არის თუ არა ქართველი პირველი მეკარის როლისთვის? კლუბში შიშობენ, რომ ის ჯერ ამისთვის მზად არაა.

ჩემი ინფორმაციით, კლუბში ბევრი მიიჩნევს, რომ კაოიმჰინ კელეჰერის გაშვება შეცდომა იყო. ირლანდიელის დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა, ამიტომ კლუბი მეკარის პოზიციის გაძლიერების სხვა ვარიანტებსაც განიხილავს.

მეკარის საკითხი თავისით მოგვარდება იმ შემთხვევაში, თუ „წითლები“ ალისონს არსად გაუშვებენ, თუმცა ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა“.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ TEAMtalk-ი წერდა, რომ სატრანსფერო სამიზნეებად „ლივერპულმა“ 4 მეკარე შეარჩია:  ბარტ ვერბრუგენი, ჯეიმს ტრაფორდი, რობინ როფსი და დიოგუ კოშტა. პრიორიტეტულ ვარიანტად სწორედ პორტუგალიელი მეკარე მიიჩნევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრემიერლიგის საუკეთესო მეკარეები | მამარდაშვილი Givemesport-ის რეიტინგში მოხვდა
პრემიერლიგის საუკეთესო მეკარეები | მამარდაშვილი Givemesport-ის რეიტინგში მოხვდა