ბარსელონა, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ფლიკი: “ტიტულს მაშინ აღვნიშნავთ, როცა მოვიგებთ“

ლა ლიგის მორიგ ტურში ბარსელონა სტუმრად ხეტაფეს დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ბლაუგრანამ ლა ლიგის ტიტულისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.

მატჩის დასრულების შემდეგ, კატალონიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა მცირე კომენტარი გააკეთა.

ფლიკი:

„ვაფასებ იმას, რაც ჩემმა ფეხბურთელებმა ბურთით და ბურთის გარეშე გააკეთეს. კონცენტრაციის მაღალი დონე გამოვავლინეთ. პირველ გოლამდე ბევრი შანსი გვქონდა. ტაიმის დასრულებამდე გოლის გატანა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. მეორე გოლიც სწორ დროს გავიტანეთ.

ვფიქრობ, პედრი შესანიშნავი მოთამაშეა, რომელსაც დღეს დიდებული მატჩი ჰქონდა. მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრებმა მისი ასეთი თამაში დააფასეს. რაშფორდის გამო ბედნიერი ვარ, გოლს იმსახურებდა. ახლა სხვა მატჩებზე ფიქრი არ მინდა. ტიტულს მაშინ აღვნიშნავთ, როცა მოვიგებთ.“

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, ბარსელონამ რეალს 11 ქულით გაასწრო. ლა ლიგის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი. მაღალი ალბათობით ჰანსი ფლიკის გუნდი ზედიზედ მეორედ მოიგებს ესპანეთის ჩემპიონატს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები