ხვიჩა კვარაცხელია, გუტი
Aa
Aa

„მისია კვარაცხელია დაიწყო“ - გუტიმ ხვიჩას თავისი მაისური გაუგზავნა

რამდენიმე დღის წინ, ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით „რეალის“ ვეტერანი ფეხბურთელის, გუტი ერნარნდესის მიერ გაკეთებულმა მთელი საქართველო და არამხოლოდ საქართველო მოიცვა.

El Chiringuito-ს ეთერში, ვეტერან ფეხბურთელს ხვიჩას ძველი ინტერვიუ მოასმენინეს, სადაც ის გუტის შესახებ საუბრობდა და ამბობდა, რომ მისი საყვარელი ფეხბურთელი იყო, რომელმაც სპორტის ეს სახეობა შეაყვარა. კვარას სიტყვებმა გუტიზე აშკარად იმოქმედა და მან პირობა დადო, რომ ქართველ ფეხბურთელს თავის მაისურს გაუგზავნიდა და ამასთან, ხვიჩა მადრიდის „რეალში“ სათამაშოდ მიიწვია.

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ გუტიმ თავისი პირობა შეასრულა და კვარას თავისი ხელმოწერილი მაისური გაუგზავნა.

„მისია კვარაცხელია დაიწყო!“ - ასე ასათაურებს El Chiringuito გუტის საქციელს. ესპანელ ფეხბურთელთან ამავე ტელევიზიის ჟურნალისტი, ნიკო როდრიგესი იმყოფებოდა, რომელმაც სპეციალურად კვარასთვის გამზადებული მაისური სპეციალური ქეისით წამოიღო და მას ეკისრება მისია, აღნიშნული მაისური ხვიჩას ნეაპოლში ჩაუტანოს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მისი საფეხბურთო კერპი გუტია და ფეხბურთიც სწორედ მანდ შეაყვარა. ესპანეთში იმედოვნებენ, რომ ეს კავშირი გავლენას იმ დონემდე მოახდენს, რომ ადრე თუ გვიან ხვიჩას „რეალის“ შემადგენლობაში იხილავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ პასმა წარსულში დაგვაბრუნა“ - Marca-მ ხვიჩაზე დაწერა
„ამ პასმა წარსულში დაგვაბრუნა“ - Marca-მ ხვიჩაზე დაწერა