საქართველოს ფუტსალის ნაკრები
Aa
Aa

ბელგია დამარცხებულია - საქართველო ელიტ-რაუნდში ითამაშებს

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდი საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა წარმატებით დაასრულა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა სტუმრად ბელგიას დამაჯერებლად სძლია - 4:7.

ბელგიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა თალესმა და ბრუნო გომესმა დუბლი შეასრულეს. მათ გარდა გოლები გიორგი ღავთაძის, ბრუნო პეტრისა და სიმი საიოტის ანგარიშზეა.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საქართველოს ნაკრებმა 12 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა. გადამწყვეტი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 5 ივლისს გაიმართება.

      ელიტ-რაუნდში გასული 20 გუნდი ხუთ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება. პირველ ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ გავლენ მსოფლიო ჩემპიონატზე, საუკეთესო მეორეადგილოსნებს კი ფლეი-ოფით ეცდებიან ფინალურ ეტაპზე მოხვედრას.

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები