რეალი, ატლეტიკო, დინამო სოხუმი, მაია დანგაძე, ქუთაისის მართვე, თბილისის ელიტა
Aa
Aa

ქალთა ფეხბურთი: ატლეტიკოს ქართველი, ყოფილი ფეხბურთელი საქართველოში ითამაშებს

ქართულ ქალთა ფეხბურთში მნიშვნელოვანი მოვლენა დაფიქსირდა. თბილისურმა კლუბმა „ელიტამ“ დაიმატა ქართველი ფეხბურთელი, რომელიც სხვადასხვა დროს მადრიდის „რეალში“ და მადრიდის „ატლეტიკოში“ თამაშობდა.

საუბარი მაია დანგაძეზეა. 26 წლის ნახევარმცველი კოლოსალური გამოცდილების მქონე ფეხბურთელია. დანგაძემ საფეხბურთო კარიერა ქუთაისის მართვეში დაიწყო, რის შემდეგაც ესპანეთში გადაბარგდა.

2013 წელს, მაია „კანილიასში“ გადავიდა და იმდენად კარგად წარმოაჩინა თავი, რომ მისით „სამეფო კლუბი“ დაინტერესდა. 2014 წელს, ფლორენტინო პერესმა „რეალის“ ქალთა გუნდი ჩამოაყალიბა, რომელსაც თავდაპირველად მადრიდის მადრიდი ეწოდებოდა და დანგაძე სწორედ იმ პერიოდში იყო „ბლანკოსში“.

1 წლის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი თანაქალაქელ „ატლეტიკოში“ გადაბარგდა და 1 სეზონი ითამაშა, თუმცა 2012 წელს მუხლზე მიღებულმა ტრავმამ თავი კიდევ ერთხელ იჩინა და იმდენად გართულდა, რომ მას კარიერის დასრულება მოუწია. აღსანიშნავია, რომ 2010 წლიდან 2016 წლის ჩათვლით დანგაძე აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა.

2016 წელს, აზერბაიჯანის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქართველ ფეხბურთელს კარიერა არ დაესრულებინა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემებმა მაიას ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა.

საინტერესო ის გახლავთ, რომ 2021 წელს დანგაძემ კარიერა განაახლა და ზუგდიდის „ფენიქსში“ ჩაირიცხა, თუმცა მუხლის პრობლემები მას დღემდე აწუხებს და ტრავმის რეციდივის საშიშროება არსებობს. 2022 წელს, დანგაძე „დინამო“ სოხუმში“ გადაბარგდა, სადაც 1 სეზონი დაყო. დღეს კი ის თბილისის „ელიტას“ ღირსებას იცავს.

ცნობისთვის, თბილისის „ელიტა“ 2021 წელს დაარსდა და ქართულ ქალთა ფეხბურთში საკმაოდ პერსპექტიულ გუნდად ითვლება. მაია დანგაძე აღნიშნულ კლუბის წარმატების მიღწევაში დიდ როლს ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარგი სტატისტიკა არ აქვს“ - რას ამბობენ საფრანგეთში ზურიკოზე
„კარგი სტატისტიკა არ აქვს“ - რას ამბობენ საფრანგეთში ზურიკოზე