ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

იტალიური მედია: “ხვიჩა 120 მილიონი ღირს, ნაპოლის შემადგენლობა კი 800“

მიმდინარე სეზონის სერია ა-ს მოგების მთავარი კანდიდატი „ნაპოლია“. გამოცემა Football Italia კი საინტერესო სტატიას გვთავაზობს. ლუჩიანო სპალეტის ხელმძღვანელობის ქვეშ, „პარტენოპეის“ ფეხბურთელთა ჯამური ღირებულება გაორმაგდა.

მაგალითად, გასულ სეზონში მოთამაშეების ჯამური ღირებულება 408 მილიონი ევრო იყო, ხოლო ახლა 800 მილიონს შეადგენს.

რას წერს Fooball Italia?

„ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელია 10 მილიონ ევროდ შეიძინა, ხოლო ახლა მისი ფასი 120 მილიონია. თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენის ფასი 150 მილიონამდე გაიზარდა. სტანისლავ ლობოტკა, რომელიც 2020 წლის იანვარში 21 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმოვიდა ახლა 70 ღირს.

კიდევ ერთი მაგალითი კიმ მინ-ჯეა, რომლის კონტრაქტის გამოსყიდვა გუნდს 48 მილიონი დაუჯდება, ხოლო მისი ფასი 60 მილიონ ევრომდე მერყეობს. საიჯარო ხელშეკრულება კი 19 მილიონი დაჯდა.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უცნობი ისტორია - დღე, როდესაც ოსიმენი კინაღამ დაბრმავდა
უცნობი ისტორია - დღე, როდესაც ოსიმენი კინაღამ დაბრმავდა