ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

საუკეთესო დუეტები ევროპაში - Marca-ს სიაში მე-3 კვარა-ოსიმენის წყვილია

ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, Marca-მ ის დუეტები დაასახელა, რომლებიც მიმდინარე სეზონში მეტოქეებს ყველაზე მეტ პრობლემას უქმნიან. რეიტინგი ფეხბურთელთა მიერ დაფიქსირებული სტატისტიკის (გოლებს+ასისტები) მიხედვითაა შედგენილი და მე-3 პოზიციაზე ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი იმყოფებიან.

„მოულოდნელი დუეტი ამ სიაში. სეზონის დაწყებამდე, მათ ამ პოზიციაზე ვერავინ დააყენებდა, მაგრამ თამაშიდან თამაშამდე, ისინი ამტკიცებენ, რომ ასეთ მაღალ ადგილს ნამდვილად იმსახურებენ. ნიგერიელი და ქართველი ნეაპოლში მეფობენ და გუნდი, რომელიც სერია A-ში ყველას ანადგურებს, თავის ისტორიაში მე-3 სკუდეტოსკენ მიჰყავთ. ნაპოლიში მათი, როგორც დიდი ვარსკვლავების იმედი აქვთ და ისინი ქომაგებს ოცნების საშუალებას აძლევენ, რის გამოც, შესაძლებელია, რომ მათი ამბის ნაწილი ჩემპიონთა ლიგაზე მიღწეული წარმატებაც გახდეს.

კვარაცხელია ევროპული ფეხბურთის საუკეთესო ახალწვეულია. იტალიურ ფეხბურთში მისი დებიუტი უკეთესი უბრალოდ ვერ იქნებოდა. ოსიმენს რაც შეეხება, ის ყველა რეკორდს ამხობს. 19 გოლი სერია A-ს 20 შეხვედრაში და მე-3 ადგილი ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში“, - წერს ესპანური გამოცემა.

Marca-ს სრული რეიტინგი ასე გამოიყურება

1 - ლიონელ მესი და კილიან მბაპე

2 - კევინ დე ბრუინი და ერლინგ ჰოლანდი

3 - ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი

4 - კარიმ ბენზემა და ვინისიუს ჟუნიორი

5 - მარკუს რაშფორდი და ბრუნო ფერნანდეში

6 - ჯამალ მუსიალა და სერჟ გნაბრი

7 - დაიჩი კამადა და კოლო მუანი

8 - უსმან დემბელე და რობერტ ლევანდოვსკი

9 - ვისამ ბენ იედერი და ბრილ ემბოლო

10 - კრისტოფერ ნკუნკუ და დომინიკ შობოშლაი

11 - ლაუტარო მარტინესი და ედინ ჯეკო

12 - ოლივიე ჟირუ და რაფაელ ლეაუ

13 - ჰარი კეინი და ჰონ სიონ მინი

14 - მარტინ ოდეგორი და ბუკაიო საკა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ავიაკატასტროფის ამსახველი ფოტოები | ვანესა ბრაიანტი 29 მილიონს მიიღებს
ავიაკატასტროფის ამსახველი ფოტოები | ვანესა ბრაიანტი 29 მილიონს მიიღებს