ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„დაცვის სამსახურს 24/7-ზე მუშაობა მოუწევს“ - პიმბლეტი ილიასთან შესაძლო ჩხუბზე

UFC-ის ინგლისელმა მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა MMA Junkie-ის ვრცელი ინტერვიუ მისცა და ბევრ თემაზე ისაუბრა. ლივერპულელს ცნობილი სატელევიზიო შოუს, The Ultimate Fighter-ის შესახებაც ჰკითხეს და პიმბლეტმა ილია თოფურია ახსენა.

„შემომთავაზეს თუ არა The Ultimate Fighter-ში მწვრთნელობა? არა, ჯერ ამისთვის საკმარისად ცნობილი არ ვარ და UFC-ში კიდევ რამდენიმე ბრძოლის ჩატარება მჭირდება. მიუხედავად ამისა, არის ერთი მებრძოლი, რომლის წინააღმდეგაც ასპარეზობა და მწვრთნელობა ძალიან საინტერესო და სანახაობრივი იქნებოდა, მაგრამ ეს რომ მოხდეს, დაცვის სამსახურმა 24/7-ზე უნდა იმუშაოს. ილიას ვგულისხმობ? კი, კი მასზე ვსაუბრობ“.

ცნობისთვის, The Ultimate Fighter-ში მონაწილეობას MMA-ის პროფესიონალი მებრძოლები იღებენ, რომლებიც ლას-ვეგასში ერთად ცხოვრობენ და UFC-ის კონტრაქტისთვის იბრძვიან. ისინი ორ გუნდში არიან გადანაწილებული და თითოეულ გუნდს მთავარი მწვრთნელი ჰყავს, რომელთა დაპირისპირებას სატელევიზიო შოუს ფინალური ჩხუბია. The Ultimate Fighter-ში ისეთი ლეგენდარული მებრძოლები გამოჩენილან, როგორებიც ჩაკ ლიდელი, ტიტო ორტისი, ფორესტ გრიფინი, დენ ჰენდერსონი, მაიკლ ბისპინგი, ჟორჟ სენ-პიერი, დომინიკ კრუზი, რონდა როუზი, ამანდა ნუნიესი და სხვები არიან.

შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორს“ კარიერაში 13 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 13 მოგებაა. იგი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 10-ში იმყოფება და მე-9 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი მთავარი სამიზნეა? - ბრიტანელი ჟურნალისტი ტოტენჰემის გეგმებზე
მამარდაშვილი მთავარი სამიზნეა? - ბრიტანელი ჟურნალისტი ტოტენჰემის გეგმებზე