UFC-ის მებრძოლი: „იანი გაიმარჯვებს და მერაბს გასაღებს აუცილებლად უპოვის“
UFC-ის მებრძოლმა, ანტონინა შევჩენკომ, რომელიც საჩემპიონო ქამრის მფლობელი ვალენტინა შევჩენკოს და გახლავთ, მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის დაპირისპირებაზე ისაუბრა. შევჩენკომ განაცხადა, რომ იანი „მანქანას“ გასაღებს აუცილებლად უპოვის და სასურველ შედეგს დააფიქსირებს.
„UFC-ი პიოტრს ისეთ ბრძოლებს უნიშნავს, რომლებიც ყველასთვის საინტერესო იქნება. იანი მაგარი მებრძოლია. იგი ყველა გამოწვევას იღებს და ხელსაყრელი მეტოქის მოლოდინში არაა. პიოტრს დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი, რა ხასიათი აქვს. იგი იმ მებრძოლთა შორისაა, რომლებიც ჩხუბისთვის მარტივ მეტოქეებს არასდროს ირჩევენ.
ჩემი აზრით, პიოტრს მერაბთან რთული დაპირისპირება ელოდება, მაგრამ ის სწორედ ასეთი ჩხუბებისთვისაა შექმნილი. იანი მეტოქეს გასაღებს აუცილებლად უპოვის. ვფიქრობ, მან შონ ომალისთან გაიმარჯვა და მსაჯების გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში, ყველაფერი სხვანაირად იქნება და იანი დვალიშვილს გასაღებს აუცილებლად უპოვის“.
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და იანის დაპირისპირება თბილისის დროით, 12 მარტს გაიმართება და UFC Fight Night-ის მთავარი მოვლენა იქნება.