ხვიჩა კვარაცხელია, ავრაამ გრანტი
Aa
Aa

„მისი მსგავსი ბევრი არაა“ - ჩელსის ყოფილმა მწვრთნელმა ხვიჩაზე ისაუბრა

ებრაელი სპეციალისტი ავრაამ გრანტი, რომელიც 2007-08 წლებში ლონდონის „ჩელსის“ წვრთნიდა, თბილისის „დინამოს“ აკადემიას ესტუმრა. Facebook-ში საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა გრანტთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა, 67 წლის მწვრთნელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

„ხვიჩა კვარაცხელია პატარა ასაკის იყო, როცა შემთხვევით ვნახე და მაშინაც გაოცებული დავრჩი მისი თამაშით. შთამბეჭდავი ფეხბურთელია, მსოფლიოს გამორჩეულ მოთამაშეებს შორისაა. რასაც ის მეოდანზე აკეთებს, გასაოცარია. მომწონს, როგორც ფეხბურთელი და ასევე მისი ქცევა მოედანზე.

ხვიჩა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ვფიქრობ, რომ შეუძლია მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ფეხბურთელში მოხვდეს. ამ მომენტამდე მას ბევრი არ უკლია.

თუ დავაკვირდებით მის კონტრიბუციას „ნაპოლის“ წარმატებაში, ეს ნამდვილად შესანიშნავია. ხვიჩა ფანტასტიკური ფეხბურთელია, მისი მსგავსი ბევრი არაა“.

შეგახსენებთ, ავრაამ გრანტი ისრაელის ეროვნულ ნაკრებს (2002-06), „ჩელსის“ (2007-08), „პორტსმუნთს“ (2009-10), „ვესტ ჰემსა“ (2010-11) და ბელგრადის „პარტიზანს“ (2012) წვრთნიდა. ამჟამად, ზამბიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 20 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სენსაცია სერია ა-ში - ლოჩოშვილის გუნდმა რომა დაამარცხა
სენსაცია სერია ა-ში - ლოჩოშვილის გუნდმა რომა დაამარცხა