ჟურნალისტთა ასოციაცია - დათუნაშვილი სერბეთის 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენია
2022 წლის 27 დეკემბერს ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. ქართველმა მოჭიდავემ ნოვაკ ჯოკოვიჩს აჯობა, რაც ნამდვილად უდიდესი წარმატებაა.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ სერბეთის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ იგივე გადაწყვეტილება მიიღო და დათუნაშვილი სერბეთის 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიოს ორ გზის და ევროპის სამ გზის ჩემპიონი გახლავთ.
View this post on Instagram