დავით თედიაშვილი, სკი კროსის ფრისტაილი, ბაკურიანი 2023
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - დავით თედიაშვილი ფინალში გავიდა

ქართველი სპორტსმენის პირველი წარმატება ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე - სკი კროსის ფრისტაილის დისციპლინაში. დავით თედიაშვილმა კვალიფიკაცია დაძლია და ფინალურ ბლოკში გადავიდა.

ხვალ საწყის ეტაპზე თედიაშვილის მეტოქე იაპონელი სატოში ფურუნო, გერმანელი ტიმ ჰრონეკი და გერმანელი რის ჰაუდენი იქნება. ქართველი მოთხილამურე შეჯიბრს ოპტიმისტური განწყობით ხვდება.

ფრისტაილის დისციპლინის კვალიფიკაციაში დღეს კიდევ ორი ქართველი სპორტსმენი გამოდიოდა. ლაშა კურტანიძე 37-ე, ბექა ბერძენიშვილი კი 38-ე პოზიციაზე გავიდა და ისინი ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდნენ.

ხვალ მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთეულებში ფინალური ეტაპი და გუნდური შეჯიბრი გაიმართება. ასევე დაგეგმილია ტურნირი მოგულისა და სლოუფსტაილის დისციპლინაში, სადაც ბუთა ელოშვილი და ლუკა ჩოფიკაშვილი გამოვლენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები