ნიდერლანდების ნაკრების თავკაცი: „საქართველო ძალიან ძლიერი გუნდია“
Aa
Aa

ნიდერლანდების ნაკრების თავკაცი: „საქართველო ძალიან ძლიერი გუნდია“

ნიდერლანდების საკალთბურთო ნაკრების თავკაცმა, რადენკო ვარაგიჩმა პრესკონფერენცია გამართა და საქართველოსთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი გუნდი 80:88 დამარცხდა და ვარაგიჩმა ილიას ზუროსის ბიჭები შეაქო.

„ჩემი გუნდით ვამაყობ და დამწუხრებული ვარ, რადგან დავმარცხდით. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ და საქართველო ძალიან ძლიერი გუნდია. მათ შენგელიაც ათამაშეს და ჩემი აზრით, ეს ჩვენ მიმართ არსებული პატივისცემის ნიშანია. ჩემს პირველ ინტერვიუში ვთქვი, რომ ეს მომავლის შენებისთვის ჩაყრილი საძირკველი იქნებოდა და ვფიქრობ, ხალხს უფრო და უფრო სჯერა, რომ ასეა.

იდეალური 25 წუთი გვქონდა. მცირე შეცდომები დავუშვით, თუმცა ეს 25 წუთი ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. ამის შემდეგ, გაგვიჭირდა, მაგრამ მატჩის ბოლოსკენ, ჩასაგდებად მარტივი სროლები გვქონდა და მოგება შეგვეძლო. მიზანს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ეს გაზრდისა და სწავლების პროცესის ნაწილია. ჩვენსა და საქართველოს შორის ასაკში დიდი განსხვავებაა და შენგელია მგონი 2-ჯერ უფროსია, ვიდრე იანიკ კრაგი“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მომდევნო შეხვედრა კვირას ელის და ისლანდიასთან გამარჯვების შემთხვევაში, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ისტორიაში პირველად მოიპოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნეაპოლში ოსიმენის ქომაგმა ბავშვებმა სახეები შავად შეიღებეს | „ეს რასიზმია“
ნეაპოლში ოსიმენის ქომაგმა ბავშვებმა სახეები შავად შეიღებეს | „ეს რასიზმია“