ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ეს ქართველი ბავშვი გიჟია“ - უცხოელი ქომაგები კვარაცხელიაზე

ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე პასმა, რომელიც მან ჩემპიონთა ლიგაზე „აინტრახტის“ წინააღმდეგ შეასრულა, საფეხბურთო სამყაროში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

პრესისა და პროფესიონალი ექსპერტების გარდა „კვარას“ ქებით არ იღლებიან უცხოელი ქომაგებიც, რომლებიც ხვიჩას ყველა გაბრწყინების შემდეგ აქებენ და თავიანთა საყვარელ კლუბებში მის ხილვაზე ოცნებობენ.

ტრადიციულად გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო კომენტარს:

„კვარაცხელიას შესანიშნავი პასი. მაინტერესებს მისთვის რომელი კლუბი გადაიხდის ასტრონომიულ თანხას?“

„ეს ბიჭები მომავლიდან არიან, კვარა კი უბრალოდ საუკეთესოა... ის არ უნდა აჩქარდეს და ჯერ არსად წავიდეს. მან ნაპოლიში გამოცდილების მისაღებად მეტი დრო უნდა დაუთმოს".

„სიგიჟე ის არის, რომ დღეს ეს მისი საუკეთესო შესრულება არ ყოფილა. როგორც ერთი თვის წინ თქვი ფაბრიციო (რომანო), ამ ბიჭს ნათელი მომავალი აქვს".

„ულამაზესი გუნდური თამაშის კიდევ ერთი რაკურსი, რომელმაც დი ლორენცოს გოლამდე მიგვიყვანა, რის შემდეგაც ნაპოლი 2:0 დაწინაურდა. მიყვარს ანგისას პასი და ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტური ასისტი, რა ფეხბურთელია!"

„ეს ქართველი ბავშვი გიჟია“.

„ის ძალიან კარგია, ინტელექტუალურია, ალტრუისტულია. ნაპოლი მართლაც საოცარი გუნდია“.

„კვარაცხელია ამჟამად მსოფლიოში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა. კიდევ ერთი ქართველი ნიჭიერი მოთამაშე, რომელიც მამარდაშვილის მსგავსად გამოჩნდა".

„ტვიტის 24-ე დღე ხვიჩა კვარაცხელიაზე, სანამ მას მანჩესტერ სიტი არ გაიფორმებს. მას 7 ნომერი ელოდება".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელია შეუფასებელია - ესპანური Sport-ის სტატია ხვიჩაზე
კვარაცხელია შეუფასებელია - ესპანური Sport-ის სტატია ხვიჩაზე