ხვიჩა კვარაცხელია, ლუკა მოდრიჩი
Aa
Aa

„ისიამოვნეთ!“ - UEFA-მ კვარას პასი გამოარჩია

ცოტა ხნის წინ, UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის მეორე სათამაშო კვირის საუკეთესო ასისტები გამოარჩია, რომელშიც ყურადღება განსაკუთრებულად ხვიჩა კვარაცხელიასა და ლუკა მოდრიჩის პასებზეა გამახვილებული.

რას წერს UEFA:

ისიამოვნეთ კვირის საუკეთესო პასებით, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას ქუსლით გაკეთებული პასით, რომლითაც „ნაპოლიმ“ გაიტანა და ლუკა მოდრიჩის მიერ საჯარიმოდან გაკეთებული გადაცემით.

შეგახსენებთ, რომ „აინტრახტის“ წინააღმდეგ, ხვიჩას პასით ჯოვანი დი ლორენცომ გაიტანა და „ნაპოლის“ უპირატესობა ორბურთამდე გაზარდა, ლუკა მოდრიჩმა კი „ლივერპულის“ წინააღმდეგ ედერ მილიტაოს გაატანინა, რომლითაც ანგარიში „სამეფო კლუბის“ სასარგებლოდ 2:3 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლისა“ და „აინტრახტს“ შორის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა 16 მარტს, დიეგო არმანდო მარადონას სტადიონზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას“ - ანრიმ და კარაგერმა კვარაზე ისაუბრეს
„ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას“ - ანრიმ და კარაგერმა კვარაზე ისაუბრეს