გიგა ჭიკაძე
Aa
Aa

„6 მაისი გაწყობს?“ - ჭიკაძემ კიდევ ერთი მებრძოლი გამოიწვია

UFC-ის ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე მეტოქეს კვლავინდებურად ეძებს. რამდენიმე კვირის წინ, „ნინძამ“ მაქს ჰოლოუეი გამოიწვია, ახლა კი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის კიდევ ერთ მებრძოლთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა.

ჭიკაძემ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და ჩან სუნ-იუნი, იგივე „კორეელი ზომბი“ გამოიწვია: „ვიცი, რომ ზომბებს გამოსაჯანმრთელებლად დიდი დრო არ სჭირდებათ, კორეელო ზომბო, შენი საქმე როგორ მიდის? 6 მაისი, UFC 288 გაწყობს?“

გიგა ჭიკაძემ ბოლოს 2022 წლის იანვარში, UFC ESPN 32-ზე კელვინ კატარის წინააღმდეგ იჩხუბა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. იმ ბრძოლაში გიგამ სერიოზული დაზიანებები მიიღო და ოქტაგონს მიღმა დიდი დრო გაატარა, თუმცა დასაბრუნებლად მზადაა.

როგორც მოგეხსენებათ, „კორეელი ზომბისა“ და „ნინძას“ შესაძლო დაპირისპირების შესახებ ადრეც იწერებოდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ცოტა ხნის წინ, ჭიკაძემ მაქს ჰოლოუეი გამოიწვია, მაგრამ ამ უკანასკნელმა ჭიკაძესთან ჩხუბზე უარი განაცხადა და მისი მომდევნო მეტოქე არნოლდ ალენი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რა მოხდა მერაბსა და ცნობილ მსახიობს შორის - მანქანამ განმარტება გააკეთა
რა მოხდა მერაბსა და ცნობილ მსახიობს შორის - მანქანამ განმარტება გააკეთა