რობერტო მანჩინი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ნეაპოლში ოსიმენის ქომაგმა ბავშვებმა სახეები შავად შეიღებეს | „ეს რასიზმია“

ნეაპოლში კარნავალი მიმდინარეობს, რომლის დროსაც ბავშვები და მოზრდილი ადამიანები თავიანთი გმირების მსგავსად ეწყობიან. წლეულს, რამდენიმე ნეაპოლელმა ბავშვმა გადაწყვიტა, ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ვიქტორ ოსიმენივით გამოწყობილიყო, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

იტალიური პრესის ინფორმაციით, რამდენიმე თეთრკანიანმა ბავშვმა სახე შავად შეიღება და ამის გამო, მათი მშობლები გააკრიტიკეს. იტალიელმა მწერალმა, საბრინა ეფიონაიიმ, რომელიც წარმოშობით ნიგერიიდანაა, სოციალურ ქსელებში განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ეს ჟესტი შეურაცხმყოფელი და რასისტულია.

ეფიონაიის იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი გამოეხმაურა და განაცხადა: „სადაც სხვები რასიზმს ხედავენ, მე საოცრებას ვხედავ. სპორტი ყველასთვის ღიაა და თქვენ, ბავშვებო გიგანტები ხართ“.

შეგახსენებთ, რომ ოსიმენი საოცარ ფორმაში იმყოფება და სერია A-ს მიმდინარე სეზონში 19 შეხვედრა აქვს გამართული. ვიქტორმა მეტოქეთა კარი 18-ჯერ აიღო, 4-ჯერ კი თანაგუნდელებს გაატანინა. ოსიმენი ჩემპიონთა ლიგაზეც გამოირჩა და 4 თამაშში 2 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა მოხდა მერაბსა და ცნობილ მსახიობს შორის - მანქანამ განმარტება გააკეთა
რა მოხდა მერაბსა და ცნობილ მსახიობს შორის - მანქანამ განმარტება გააკეთა