გუარდიოლა: ლიგის ფავორიტები არ ვართ, ბედნიერები ვართ რომ უბრალოდ აქ ვიმყოფებით
პეპ გუარდიოლა ამ სეზონში „მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონთა ლიგის მოგების პრეტენდენტად არ მიიჩნევს.
„სიტი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ნაპოლის“ დაუპირისპირდება. პეპმა პრესასთან საუბრისას თავისი გუნდის შანსები მოკრძალებულად შეაფასა.
„ცხადია, ჩვენ ტიტულის პრეტენდენტები არ ვართ. უბრალოდ, მომენტით დავტკბებით. ბედნიერები ვართ, რომ ამ გზის შემდეგ აქ ვართ, ამიტომ მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე, მომავალ თამაშზე და კარგი სტარტის აღებაზე ვართ კონცენტრირებულები.
წინა სეზონებთან შედარებით მეტი მატჩი გვაქვს, მაგრამ თუ ცუდი შედეგით დავიწყებთ, შეიძლება რთული იყოს. გასულ სეზონში ინტერთან პირველი მატჩი ფრედ ვითამაშეთ - იმედია, ამჯერად უკეთეს შედეგს მივაღწევთ“,
- თქვა „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა.
პეპმა ამ სიტყვების შემდეგ, თავის გუნდს ზედმეტი წნეხი მოუხსნა. და ზოგადადაც, „ქალაქელებს“ ამ სეზონში ლიგის ფავორიტთა შორის ბუკმეიკერები არ მოიაზრებენ.