ხვიჩა კვარაცხელია, ანდრეა რანოკია
Aa
Aa

„კვარა? მე უფრო ტექნიკური ვარ“ - ანდრია რანოკია

„ინტერისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ანდრია რანოკიას მონაწილეობით სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო ვრცელდება.

35 წლის მცველს, მეგობარი ფედერიკო კარლი, რომელიც იტალიაში ცნობილი კომიკოსია, ეკითხება, მოსწონს თუ არა მას კვარაცხელია, რაზეც რანოკია პასუხობს, რომ ის უფრო ტექნიკური ფეხბურთელია, ვიდრე კვარა.

ბუნებრივია, ვიდეო სახალისო ხასიათისაა და მას იტალიაში უარყოფითი დამოკიდებულება არ მოჰყოლია.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველმა ფეხბურთელმა თავი ბოლოს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, სტუმრად „აინტრახტთან“ გამოიჩინა, როდესაც ეფექტური პასით ჯოვანი დი ლორენცოს გაატანინა.

„ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 25 თებერვალს, სტუმრად „ემპოლის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 21:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბენჟამინ ტეიდი: „კვარას თამაშის დროს სტადიონზე სიგიჟე ხდებოდა“
ბენჟამინ ტეიდი: „კვარას თამაშის დროს სტადიონზე სიგიჟე ხდებოდა“