ილია თოფურია, მოვსარ ევლოევი, ხუსეინ ასხაბოვი
Aa
Aa

რუსი მებრძოლი: „თოფურიას თავისი სიტყვების გამო ბოდიშის მოხდა მოუწევს“

UFC-ის რუსმა მებრძოლმა, ხუსეინ ასხაბოვმა, რომელიც ჩეჩნეთშია დაბადებული, ილია თოფურიაზე ისაუბრა. ასხაბოვმა განაცხადა, რომ „ელ მატადორს“ მოვსარ ევლოევის მისამართით ნათქვამი სიტყვების გამო ბოდიშის მოხდა მოუწევს და ადრე თუ გვიან, ეს აუცილებლად მოხდება.

„ჩეჩნებს ან ინგუშებს ასეთი შეურაცხყოფა უპასუხოდ არასდროს დაუტოვებიათ. 1 წლის შემდეგ, 2 წლის შემდეგ თუ 10 წლის შემდეგ, მის სიტყვებს მანამ არ დავივიწყებთ, სანამ არ დავიჭერთ. თოფურია ბოდიშს მოიხდის და ამას ნებისმიერ შემთხვევაში გააკეთებს“.

როგორც მოგეხსენებათ, ევლოევსა და თოფურიას შორის დაძაბული ურთიერთობაა. მათ რამდენიმე თვის წინ უნდა ეჩხუბათ, მაგრამ რუსმა მებრძოლმა ოქტაგონზე გასვლაზე უარი კორონავირუსის გამო თქვა, რის შემდეგაც იყო დაპირისპირება სოციალურ ქსელებში და რამდენიმე შეურაცხმყოფელი პოსტი. ერთ-ერთ ინტერვიუში, „ელ მატადორმა“ მას ვირთხა უწოდა და განაცხადა, რომ ქამრის მოგების შემდეგ, ევლოევსაც მიხედავს.

რამდენიმე დღის წინ, მოვსარმა ილია გამოიწვია და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტში ივნისში ჩხუბი შესთავაზა. თოფურიას რეიტინგში მასზე დაბლა მყოფ მეტოქესთან დაპირისპირება არ სურს და ამ წუთისთვის, „ელ მატადორი“ მე-9 პოზიციას იკავებს, ევლოევი კი მე-10 გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემპიონების შესაფერისად ვითამაშეთ“ - ჰოლანდმა აგუეროს რეკორდი გაიმეორა
„ჩემპიონების შესაფერისად ვითამაშეთ“ - ჰოლანდმა აგუეროს რეკორდი გაიმეორა