ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

რთული მატჩი მოიგო - ბასილაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია

მონპელიეს 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირის 1/8-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ფრანგ გრეგუარ ბარერესთან ორ სეტში დამარცხდა (3:6, 4:6), რის შემდეგაც როტერდამის ტურნირზე გადაერთო. ABN AMRO Open-ის საკვალიფიკაციო ბადეში ნიდერლანდელი მაქს ჰოუკსი ორ სეტში 6:4, 6:4 დაამარცხა.

პირველი სეტისგან განსხვავებით მეორე სეტი ქართველი ჩოგბურთელისთვის წარუმატებლად დაიწყო, 0:3 მარცხდებოდა, თუმცა შემდეგ ანგარიში 4:4 გახდა და საბოლოოდ, რთული დაპირისპირება ბასილაშვილის გამარჯვებით დასრულდა.

საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ფრანგ კონსტა ლესტიენსა (48) და გერმანელ მაქსიმილიან მარტერერს შორის მოგებული იქნება.

როტერდამში მიმდინარე ABN AMRO Open-ის საპრიზო ფონდი 2,1 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები