გოგა ბითაძე
Aa
Aa

„ამ კომპონენტში მასზე ცუდი ალბათ არავინაა“ - რას წერს Athletic-ი გოგაზე

NBA-ში ტრეიდებისთვის გამოყოფილი პერიოდის დასრულების შემდეგ, ცნობილმა გამოცემამ, The Athletic-მა სტატია გამოაქვეყნა და იმ კალათბურთელებზე დაწერა, რომლებიც თავისუფალი აგენტები არიან ან შესაძლოა, კლუბებთან კონტრაქტის გამოსყიდვის თაობაზე, შეთანხმებას მიაღწიონ. სტატიის ავტორი ჯონ ჰოლინგერი გახლავთ და იგი ქართველ კალათბურთელზე, გოგა ბითაძეზეც საუბრობს.

„2019 წელს, როცა გოგა ბითაძე აირჩიეს, იმ ადამიანებს შორის ვიყავი, ვისაც მისი სჯეროდა, თუმცა მან პერსპექტივა, რომ ყოფილიყო მაღალი, რომელიც მეტოქის გუნდის დაცვას წელავს და მეურვე სამწამიანიდან ამოჰყავს, ვერ გაამართლა და ალბათ, დედამიწაზე მასზე ცუდად ბლოკებს არავინ აყენებს. ვისურვებდი, რომ ბითაძეს შანსი მისცეს კლუბმა, რომელიც გუნდის შენების პროცესშია და შეუძლია, ცენტრის პოზიციაზე მოთამაშე კალათბურთელს წუთები გამოუყოს“.

შეგახსენებთ, რომ „პეისერსის“ რიგებში გოგა პარკეტზე საშუალოდ 8:43 წუთს ატარებდა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო - 3.2 ქულა, 2 მოხსნა, 0.4 ასისტი, 0.2 ჩაჭრა, 0.7 დაფარება. „ინდიანამ“ იგი გუნდიდან გუშინ გაუშვა და მის მსურველებს 48 საათი აქვთ, რათა გადაწყვეტილება მიიღონ. უცხოურ პრესაში მისი ევროპაში დაბრუნებაც არ გამოირიცხება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტოპ 5 ფეხბურთელი ამ წუთისთვის - კვარა ერთ-ერთია
ტოპ 5 ფეხბურთელი ამ წუთისთვის - კვარა ერთ-ერთია