რეინა „ნაპოლისთან“ 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს
Aa
Aa

რეინა „ნაპოლისთან“ 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს

როგორც „Sky Sport Italia“ იუწყება, მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე, პეპე რეინა მიმდინარე ზაფხულს „ნაპოლიში“ დაბრუნდება და იტალიურ გუნდთან 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ხვალ ესპანელი მეკარე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „ნაპოლისთან“ ხელშეკრულებას ხელს სწორედ ამის შემდეგ მოაწერს.

რეინა „ბაიერნში“ გასულ ზაფხულს სწორედ „ნაპოლიდან“ გადავიდა, თუმცა მიუნხენურ გუნდში მან მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები