ხვიჩა კვარაცხელია, კარლო ანჩელოტი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

„ანჩელოტი პერესს კვარას შეძენას სთხოვს“ - რეალის სატრანსფერო გეგმები

ესპანური Diario Gol-ი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს, რომლის მიმართ ინტერესს კარლო ანჩელოტი პირადად აფიქსირებს და ფლორენტინო პერესს ქართველი შემტევის დამატებას სთხოვს. ოღონდ, ეს იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ იტალიელი სპეციალისტი მომდევნო სეზონშიც „სამეფო კლუბის“ თავკაცი იქნება.

„მიუხედავად იმისა, რომ სეზონის მეორე და გადამწყვეტი ნაწილი ჯერ ჩასატარებელია, ზოგიერთი კლუბი ახალი სეზონისთვის გეგმების დალაგებას უკვე იწყებს და ამ მხრივ გამონაკლისი არც მადრიდის რეალია, რომლისთვისაც უკვე მბაპესა და ჰოლანდის ტრანსფერი მიუღწეველთა კატეგორიაშია, მათ უკვე სხვა გეგმები აქვთ. კარლო ანჩელოტის მთავარ სურვილს მიმდინარე სეზონის მთავარი სენსაციის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა წარმოადგენს.

ზაფხულში რეალის აშკარა სამიზნეებს შორის ამჟამად სიაში მხოლოდ ჯუდ ბელინგემია. პერესი ამ ტრანსფერზე უკვე თვეებია მუშაობს. როგორც ჩანს, ზაფხულში მადრიდელებს ბევრი სამიზნე ეყოლებათ.

ქართველი მიმდინარე სეზონში ნაპოლის უდავო ლიდერი გახდა. მისი ტრანსფერის შემდეგ, ნეაპოლელები სერია A-ში ლიდერები არიან და სანუკვარ ტიტულთან, რომელიც 30 წელ მეტია არ მოუგიათ, ძალიან ახლოს არიან.

კვარაცხელიას როგორც ფეხბურთელის ზრდასთან ერთად, მისი საბაზრო ფასიც გაიზარდა და ტრანსფერმარკტის ვერსიით, ის 60 მილიონ ევროდ არის შეფასებული. კარლო ანჩელოტი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც კვარას ტალანტმა დააბრმავა. კარლოს სურს, რომ მან რეალში ითამაშოს.

თუ, ანჩელოტი რეალში მუშაობას მომავალ სეზონშიც გააგრძელებს, ის ფლორენტინო პერესს კვარაცხელიას შეძენას სთხოვს.

პრობლემა ის არის, რომ ნაპოლის პრეზიდენტი დე ლაურენტისი არ აპირებს მათი ვარსკვლავის ერთი წლის შემდეგ ტრანსფერზე დაყენებას და დამშვიდობებას. ასე, რომ მოლაპარაკებები რთული იქნება. ნეაპოლელები ამაზე უარს იტყვიან.

მაგრამ, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი შესაძლოა თავად კვარაცხელიას სურვილი გამოდგეს, რომელიც რეალში თამაშზე ყოველთვის ოცნებობდა. ეს არის სწორედ ის, რაც ფლორენტინო პერესმა და კლუბმა უნდა გამოიყენონ, რათა ხვიჩას თეთრი მაისური ჩააცვან“.

- წერს ესპანური გამოცემა.

დე ლაურენტისი არავის გაყიდვას არ აპირებს

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა გერმანულ Bild-თან ინტერვიუს დროს ღიად დააფიქსირა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდი ლიდერებს არ გაყიდის და ამასთან, კლუბს არც ვალები აქვს.

„ჩვენს მოთამაშეებზე ნამდვილად დიდი მოთხოვნაა, მაგრამ არავის გაყიდვას არ ვაპირებ, არც ვალები გვაქვს. თუ კარგი შოუს წარმოება მსურს, მაშინ მინდა, რომ საუკეთესო შემსრულებლები მყავდეს და ისინი ნამდვილად მყავს. ჩემს მიერ გადაღებულ 400-მდე ფილმში, იტალიური და მსოფლიო კინოს საუკეთესო მსახიობები და რეჟისორები მყავდა. ასე იყო ფეხბურთშიც - ლავეცი, კავანი, ჟორჟინიო, იგუაინი, ჰამშიკი, ახლა კი ოსიმენი და კვარაცხელია. არ მგონია, რომ ზაფხულში ოსიმენის და კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელები წავიდნენ.

თუ გვყავს კარგი გუნდი, კლუბში არის ჯანსაღი გარემო და მუშაობს დიდი მწვრთნელი, რატომ უნდა დავანგრიოთ? ვგავართ ახლადწამოწყებულ აქციას, რომელიც იზრდება. არ არსებობს არანაირი მიზეზი, რომ ჩვენი მიწა დავკარგოთ. არაფრის მეშინია, გარკვეულწილად მეომარიც ვარ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაუჯერებელი დრიბლიორი“ - ქინქლაძე ტოპ 11-ში დე ბრუინისა და აგუეროს გვერდით
„დაუჯერებელი დრიბლიორი“ - ქინქლაძე ტოპ 11-ში დე ბრუინისა და აგუეროს გვერდით