ჩემპიონთა ლიგა, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

UEFA: ნაპოლიმ ყველა მოლოდინს გადააჭარბა

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი დღითიდღე ახლოვდება, რის გამოც უეფა მერვედფინალური ეტაპის მონაწილე გუნდებს ეტაპობრივად განიხილავს.

ბუნებრივია, ყირადღების ცენტრში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიც“ მოხვდა. უეფა-ს ვებ-გვერდზე ჯგუფურ ეტაპზე განვლილი ნეაპოლური გუნდის გზა გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

რას წერს UEFA:

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში, „ლივერპულთან“ მარცხი „ნაპოლის“ არაჩვეულებრივ კამპანიას ვერანაირად დააკნინებს.

პირველივე ტურში, „ლივერპულთან“ გამარჯვებამ ლუჩანო სპალეტის გუნდისთვის თავბრუდამხვევი ზღვარი დააწესა, რომელმაც „ნაპოლის“ თამასა საკმაოდ მაღლა ასწია. ნეაპოლიტანელებმა 2022 წელი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საგზურით და სერია A-ს ლიდებროით დაასრულეს.

სეზონის მიმოხილვა:

პირველი ადგილი A ჯგუფში: 5 მოგება, 0 ფრე, 1 წაგება, 20 გატანილი ბურთი, 6 გაშვებული.

ბომბარდირები: ჯოვანი სიმეონე, ჯაკომო რასპადორი 4-4 გოლით.

07 სექტემბერი: ნაპოლი 4-1 ლივერპული (ზიელინსკი 4',47', ზამბო-ანგისა 31', სიმეონე 44'; ლუის დიასი 49')

14 სექტემბერი: რეინჯერსი 0-3 ნაპოლი (პოლიტანო 68', რასპადორი 85', ნდომბელე 90+1')

04 ოქტომბერი: აიაქსი 1-6 ნაპოლი (კუდუსი 9'; რასპადორი 18', 47', დი ლორენცო 33', ჟელინსკი 45', კვარაცხელია 63', სიმეონე 81')

12 ოქტომბერი: ნაპოლი4-2 აიაქსი (ლოზანო 4', რასპადორი 16', კვარაცხელია 62', ოსიმჰენი 90'; კლასენი 49', ბერგვაინი 83')

26 ოქტომბერი: ნაპოლი 3-0 რეინჯერსი 3:0 (სიმეონე 11' 16', ესტიგორი 80')

01 ნოემბერი: ლივერპული 2-0 ნაპოლი (სალაჰი 85', ნუნიესი 90+8')

კამპანია ათი სიტყვით: ამ დროისთვის, საუკეთესო გუნდი იტალიაში და შთამბეჭდავი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

„ნაპოლი“ საოცრად კარგი და თითქმის სრულყოფილი იყო, ფაქტობრივად უნაკლო. მან „ლივერპული“, „რეინჯერსი“ და „აიაქსი“ გაანადგურა. სპალეტის გუნდს, ტურნირზე, იტალიური გუნდების ისტორიაში საუკეთესო სტარტი ჰქონდა. ფენომენალური იყო ნეაპოლიტანელთა თამაშიც. ხვიჩა კვარაცხელია, ჯაკომო რასპადორი, ანდრე-ფრენკ ზამბო-ანგისა და პიოტრ ჟიელინსკი. მათ რაც სურდათ, იმას აკეთებდნენ. ლუჩანო სპალეტიმ მათგან შექმნა საბრძოლო გუნდი საიმედო დაცვითა და სანახაობრივი, კომბინირებული შეტევით.

სათამაშო სტილი:

ძირითადი სისტემა არის 4-3-3, მაგრამ ეს გარკვეულწილად ჟიელინსკის როლზეც არის დამოკიდებული. ამის გათვალისწინებით, გუნდი შეიძლება გადავიდეს 4-2-3-1 სისტემაზე, ამ დროს გარემარბები ღრმად მოძრაობენ და ზოგჯერ სქემა 4-5-1-ზეც გადადის. სპალეტი ტყუილად არ ამბობს: „ფეხბურთი აღარ არის სისტემაზე დამოკიდებული, მთავარია როგორ გამოიყენებ მეტოქის მიერ დატოვებულ თავისუფალ სივრცეებს“. „ნაპოლი“ აქტიურად თამაშობს კონტრშეტევებზე, მაგრამ შეუძლია ცენტრიდან ოსიმენსა და რასპადორიზე თამაში. ზოგადად, ამ გუნდმა ყველა გზით შეძლო ტურნირზე გოლის გატანა.

საუკეთესო ქულები FANTASY-ში:

ჯოვანი დი ლორენცო - 42 ქულა

ხვიჩა კვარაცხელია - 34 ქულა

პიოტრ ჟიელინსკი - 33 ქულა

ძირითადი სტატისტიკა:

„ნაპოლიმ“ ჯგუფურ ეტაპზე 20 გოლი გაიტანა და ამით ყველა გუნდს აჯობა. ამასთან, ის გახდა პირველი იტალიური გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 20 გოლის გატანა შეძლო.

„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 18 მატჩიდან მხოლოდ 2 წააგო. ორივე მარცხი „ლივერპულს“ უკავშირდება (2018 წლის დეკემბერში, 0:1 და 2022 წლის ნოემბერში 0:2).

2012 წლის თებერვალში, ჩელსისთან 3:1 გამარჯვების შემდეგ, „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გამარჯვებას ზედიზედ 5 მატჩია ვერ ახერხებს. ამ ეტაპზე, ისინი „ჩელსისთან“ საპასუხო შეხვედრაში 4:1 დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე ფრანკფურტის „აინტრახტს“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩი გერმანიაში 21 თებერვალს ჩატარდება, საპასუხო მატჩი კი ნეაპოლში, 16 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძალის, ელეგანტურობისა და სანახაობის სინთეზი - Gazzetta კვარა-ოსიმენის დუეტზე წერს
ძალის, ელეგანტურობისა და სანახაობის სინთეზი - Gazzetta კვარა-ოსიმენის დუეტზე წერს