უკვე ოფიციალურად - UFC-იმ დვალიშვილისა და იანის ჩხუბი დააანონსა
UFC-იმ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ჩხუბი ოფიციალურად დააანონსა. MMA-ის სამყაროში ყველაზე პრესტიჟულმა ორგანიზაციამ სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და დაადასტურა ის, რაც ბოლო დღეებში იწერებოდა.
What a fight!
— UFC Europe (@UFCEurope) January 19, 2023
Petr Yan vs Merab Dvalishvili on March 11 in Las Vegas! pic.twitter.com/xNdMtbgmjy
„რა ჩხუბი იქნება! პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ 11 მარტს, ლას ვეგასში“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ლეგენდარული ჟოზე ალდოს წინააღმდეგ გამართა. „მანქანამ“ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა და წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ამ წუთისთვის, მესამეა.
იანს რაც შეეხება, რუსმა ბოლოს შონ ომალის წინააღმდეგ იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა, თუმცა ბევრი ქომაგის აზრით, მოგება მას ეკუთვნოდა. რუს მებრძოლს კარიერაში 20 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 16 მოგება და 4 მარცხია. იანმა ბოლო 4 შეხვედრიდან 3 დათმო და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-2 ადგილი სწორედ მას უკავია.