ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ოსიმენმა ხვიჩაზე ისაუბრა: „კვარა შესანიშნავი ფეხბურთელია“

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ნიგერიელმა ფეხბურთელმა ინტერვიუ Kiss Kiss Napoli-ის მისცა და განაცხადა, რომ „კვარა“ ნამდვილად იმსახურებს იმ საქებარ სიტყვებს, რომლებსაც იღებს.

„არის კვარაცხელია ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი ვისთანაც მითამაშია? ხვიჩა შესანიშნავი მოთამაშეა და უნიკალური ტექნიკური შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ისეთ ფეხბურთელებს ვერ დავივიწყებ, როგორებიც ინსინიე და მერტენსი არიან. ისინი ძალიან ძლიერები იყვნენ, მაგრამ ხვიჩა ჯერ ახალგაზრდაა და ამტკიცებს, რომ გუნდისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია.

კვარაცხელია ყველა ჯილდოსა და საქებარ სიტყვას იმსახურებს, რომლებსაც იღებს და მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით. ის საგოლე გადაცემებს ხშირად მიკეთებს და ერთად კარგად ვთამაშობთ, რაც ორივე ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. მას უფრო მეტს ვერ მოვთხოვთ, ვიდრე აკეთებს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მომავალში გუნდისთვის უფრო მეტის მიცემა შეეძლება“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ საგოლე პასების რაოდენობით სერია A-ში მეორე ადგილზეა, მას მხოლოდ მილინკოვიჩ-სავიჩი უსწრებს, რომელმაც 8 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები