გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდაშვილის მარტივი მატჩი - ვალენსიამ 4:0 მოიგო და 1/4-ფინალშია

ესპანეთის თასის 1/8-ფინალში „ვალენსიამ“ ხიხონის „სპორტინგს“ 4:0 მოუგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

გოლების ავტორები კავანი (2), კლუივერტი და ლინო გახდნენ. „ვალენსიამ“ სუსტ მეტოქეს საქმე პირველივე ტაიმში დაუსრულა და 3:0 მოუგო.

მორე ნახევარში ღამურებმა ერთიც შეაგდეს და შეხვედრას წერტილი დაუსვეს.

რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, ქართველი ტრადიციულად სასტარტოში იმყოფებოდა, თუმცა ბევრი საქმე ნამდვილად არ ჰქონია. „სპორტინგმა“ „ღამურების“ კარში 1 ზუსტი დარტყმის განხორციელებაც ვერ შეძლო.

ამრიგად, „ლოს ჩე“ 1/4-ფინალშია და თავის მეტოქეს ელის.

შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზოს გუნდი ლა ლიგაში მომდევნო მატჩს 24 იანვარს, შინ „ალმერიას“ წინააღმდეგ გამართავს. „ღამურები“ 19 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვოლკოვის დუბლი და საბაჰის დამაჯერებელი გამარჯვება
ვოლკოვის დუბლი და საბაჰის დამაჯერებელი გამარჯვება