ნიკოლოზ ბასილაშვილი, ავსტრალიის ღია პირველობა
Aa
Aa

Australian Oper: ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია

რამდენიმე დღეში, ავსტრალიაში სტარტს აიღებს 2023 წლის პირველი სლემის ტურნირი - Australian Open. გათამაშებაში საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც უკვე ერგო პირველი მეტოქე.

კენჭისყრის შედეგად, ბასილაშვილი საწყის შეხვედრაში ამერიკელ ტეილორ ფრიტცს დაუპირისპირდება, რომელიც ტურნირზე მე-8 ნომრად არის განთესილი. ATP-ის მსოფლიო რეიტინგში 25 წლის ამერიკელი მე-9 ადგილზე იმყოფება. მატჩი 16 იანვარს არის დაგეგმილი.

ქართულ-ამერიკული დუელი აქამდე 4-ჯერ არის გამართული და ჩოგბურთელებმა ორ-ორჯერ მოახერხეს გამარჯვება.

ცნობისთვის, ავსტრალიის ღია პირველობაზე ბასილაშვილმა ბოლოს 2022 წელს იასპარეზა და გათამაშებას პირველივე წრეში გამოეთიშა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მარცხი ორ სეტში - ბასილაშვილმა სეზონი ცუდად დაიწყო
    მარცხი ორ სეტში - ბასილაშვილმა სეზონი ცუდად დაიწყო