თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია, ჟალგირისი
Aa
Aa

შენგელიას 4 ქულა - ვირტუსი ჟალგირისთან დამარცხდა

ევროლიგის მორიგ ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ „ჟალგირისს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 77:87 დამარცხდა.

იტალიელები ბოლო მეოთხედამდე სტაბილურად თამაშობდნენ. მეტიც, მეოთხე პერიოდის დაწყებამდე ანგარიში საყაიმო იყო, მაგრამ „ვირტუსმა“ სუსტად ითამაშა და წააგო.

აღსანიშნავია, რომ თორნიკე შენგელია ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა და მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. ქართველმა კალათბურთზე პარკეტზე 22 წუთი და 42 დაყო.

ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველმა კალათბურთელმა 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მასპინძელთა წარმომადგენელი ტეოდოსიჩი იყო, რომელმაც არასრულ 25 წუთში 21 ქულას, 2 მოხსნას და 12 პასს მოუყარა თავი.

ცნობისთვის, ევროლიგაზე „ვირტუს ბოლონია“ მე-12 ადგილს იკავებს, ხოლო შემდეგ ტურში „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლებს. მატჩი 12 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცინცაძის სამმაგი დუბლი - მეგა და რუსთავი მემორიალის ფინალში ითამაშებენ
ცინცაძის სამმაგი დუბლი - მეგა და რუსთავი მემორიალის ფინალში ითამაშებენ