სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

სანდროს არ უთამაშია - მილუოკიმ მძიმე ბრძოლაში მოიგო

სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსმა“ მიმდინარე რეგულარულში 26-ე გამარჯვება იზეიმა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა ზედიზედ 4 მოგების მქონე „ნიუ იორკ ნიქსი“ დაამარცხა და მეტოქეს სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში სძლია.

მატჩის სტარტი მასპინძლების იყო და „ნიუ იორკი“ დიდ შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მესამე მეოთხედში, „ნიქსი“ 17 ქულით იგებდა, თუმცა მეტოქეს თამაშში დაბრუნების საშუალება მისცა. „ბაქსმა“ გადამწყვეტი თორმეტწუთეული შესანიშნავად ჩაატარა, „ნიქსზე“ 9 ქულით მეტი ჩააგდო და 111:107 იმარჯვა.

სანდროს სათამაშო დრო არ მიეცა, „მილუოკის“ რიგებში კი საუკეთესო იანის ანტეტოკოუნმპო იყო - 22 ქულა, 10 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა. ბრუკ ლოპესმა და ჯო ინგლსმა 17-17 ქულა გააკეთეს, ჯრუ ჰოლიდეის ანგარიშზე კი 15 ქულა და 9 ასისტი იყო. „ნიუ იორკის“ რიგებში ჯეილენ ბრანსონი გამოირჩა - 44 ქულა, 7 მოხსნა, 4 ასისტი. ჯულიუს რენდლმა 29-დან მხოლოდ 9 ბურთი ჩააგდო და 25 ქულასა და 16 მოხსნას დასჯერდა, იმანუელ ქუიკლიმ კი 23 ქულა გაიფორმა.

ცნობისთვის, „მილუოკის“ 26 მოგება და 14 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს. მამუკელაშვილის „ბაქსის“ მომდევნო გაჩერება „ატლანტა ჰოუქსია“, რომელსაც 12 იანვარს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას ასეთი მდგომარეობა დროის საკითხია“ - Calciomercato-ს სტატია ხვიჩაზე
„კვარას ასეთი მდგომარეობა დროის საკითხია“ - Calciomercato-ს სტატია ხვიჩაზე